ირმა ინაშვილის და თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბები თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაზე საუბრობენ- რა ხდება საგარეჯოში?

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, 42 უბნის წინასწარი მონაცემებით ირმა ინაშვილი 900-მდე ხმით ლიდერობს. ამის შესახებ მან “თაიმერს” განუცხადა.

“უკვე დათვლილია 42 უბნის მონაცემები და 900 ხმით პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ლიდერობს. დარჩენილია იორმუღალოს უბანი და ასევე სპეცუბნები. თუ ტოტალურ გაყალბებას არ მიმართავს ხელისუფლება, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია”,- განაცხადა “ტაიმერთან” საუბარში გოჩა თევდორაძემ.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურში კი “თაიმერს” განუცხადეს, რომ მათი კანდიდატია გამარჯვებული. თავად თამარ ხიდაშელი და შტაბის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით
შემდეგი სტატია,,საგარეჯოში არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო”