ირლანდია: ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა

150523182631_ireland_gay_parade_624x351_epa“ქორწილი ორი ადამიანის კავშირია და მნიშვნელობა არა აქვს მათ სქესს” – ასე დაასკვნა დღეს ირლანდიელთა 62%-მა სპეციალურ რეფერენდუმში. ირლანდია ერთადერთი ქვეყანაა იმ 18 ქვეყანას შორის, სადაც მსგავსი კანონი არსებობს, რომელმაც რეფერენდუმის გზით მოაგვარა საკითხი.

რეფერენდუმმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ საზრვარგარეთ მომუშავე ირლანდიელებიც კი სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდნენ ქვეყანაში.
ჯანდაცვის მინისტრი ლაო ვარადკარმა, რომელმაც ირლანდიის ხელისუფლებაში პირველმა განაცხადა რომ გეია, რეფერენდუმის შედეგები “სოციალურ რევოლუციას” შეადარა.

რეფერენდუმი ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციიდან 22 წლის შემდეგ ჩატარდა.
2010 წელს ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც გეებს ნებას რთავდა ოფიციალურ სამოქალაქო ქორწინებაში ყოფილიყვნენ,თუმცა იურიდიული კანონი სამოქალაქო კავშირსა და ქორწილის ინსტიტუტი განსხვავდება ერთმანეთისგან და კონსტიტუციითაც დაცულია.
2013 წელს ირლანდიის მთავრობამ საკონსტიტუციო ასამბლეა მოიწვია, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწილის ლეგალიზაციის საკითხი განიხილეს.
ასამბლეამ რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას დაუჭირა მხარი.150523104149_ireland_gay_referendum_voters_624x351_afp

150523182056_ireland_gay_vote_624x351_ap

 

banner
წინა სტატიაშიხობში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატიაუკრაინის ფრონტზე ქართული ,,იბერია,, ძლიერდება