ირინე იმერლიშვილი-დეტალურად გაწერილია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები

ირინე იმერლიშვილ

ირინე იმერლიშვილუშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის არის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ასევე 2016-18 წლის უსაფრთხოების დოკუმენტი. სამ წელზე გაწერილ დოკუმენტში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ისევ რუსეთი რჩება.

„დეტალებში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო ამ საფრთხეების შესახებ, თუმცა როცა ქვეყანას აქვს 20 პროცენტი ოკუპირებული და ყოველდღე ვხედავთ რუსულ აგრესიას და ცხადია საფრთხეებში დეტალურად გაწერილია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები. ეხლა არის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრის საკითხი,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 11 კაციან შემადგენლობას დღეს გამოაკლდება დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და თედო ჯაფარიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაღუპული ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილის ფოტოს აყვეყნებს
შემდეგი სტატიახვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა