ირინა სარიშვილი: ცოცხალ და საინტერესო სიტყვასაც გააქრობენ ახლო მომავალში

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

ირინა სარიშვილი ტელეკომპანია “იმედზე” და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური თოქშოუების დახურვის ფაქტს ეხმაურება.

“როგორც ცნობილი ხდება, “იმედის” პოლიტიკურ თოქ– შოუებთან ერთად იხურება ეკა მიშველაძის პოლიტიკური თოქ–შოუც.
მანამდე დაიწყო შეტევა რუსთავი 2–ზე!

ძვირფასო მაყურებელო!
ეხლა მაინც ხომ ხვდები, საით მიდის ეს ყველაფერი და რომ არათუ ოპოზიციურ, უბრალოდ, ცოცხალ და საინტერესო სიტყვასაც გააქრობენ ახლო მომავალში?!

წინ ჩრდილოეთ კორეის სტაბილურობა და სიმშვიდე გველოდება, როცა ყოფილი საქართველოს კერძო მეპატრონე თავისსავე არხზე გამოვა და გამოგვიცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვართ ფეხბურთში!
და ჩვენც დავიჯერებთ!

აბა როგორაა საქმე?  კიდევ ვსუნთქავთ თავისუფლად? სტატუსი: კმარა!!!”,– წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა
შემდეგი სტატიაშუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება