ირინა სარიშვილი–ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანის ფაქტს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება

“არ არსებობს შერჩევითი სამართალი!
კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა კანონობდეს!
მომხრე, მოწინააღმდეგე, დამნაშავე, უდანაშაულო – კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს!
მთელს ცივილიზებულ სამყაროში, საქართველოშიც, არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული – მათი მოთავსება სხვა პატიმრებთან ერთად დაუშვებელია! არ შეიძლება!
არა აქვს მნიშვნელობა, რა ბრალი აქვს წაყენებული ირაკლი ფირცხალავას!
არა აქვს მნიშვნელობა, დაუმტკიცდება თუ არა მას ეს ბრალდებები!
არა აქვს მნიშვნელობა, ვთვლით თუ არა მას ჩვენ, საზოგადოება დამნაშავედ!
არა აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცეოდნენ სხვა ხელისუფლებები!
ყველა შემთხვევაში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის – ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!
ხელისუფლება, რომელსაც ეს არ ესმის, სახელმწიფოს ვერ ააშენებს!
ხალხი,რომელიც ასეთ უკანონობაზე ხელისუფლებას ტაშს დაუკრავს, ვერ დაინახავს გამოსავალს და მოჯადოებულ მანკიერ წრეში დარჩება!
კანონი ყველასათვის ერთნაირად უნდა კანონობდეს!”–წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა
შემდეგი სტატიავინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი