ირინა სარიშვილი: ივანიშვილი რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად ლეღვის ფოთლის როლში იყენებს ე.წ. მესაკუთრეს

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაყადაღების ფაქტს სოციალური ქსელით ირინა სარიშვილი ეხმაურება. ,,თაიმერი” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,არასოდეს გვიმეგობრია მე და რუსთავი 2–ს!
არაერთხელ შეგვიმკია ერთმანეთი არასასიამოვნო ეპითეტებით!
ასეთი რამ პოლიტიკოსსა და საინფორმაციო საშუალებებს შორის ხშირად ხდება!
არც მე და ეროსი კიწმარიშვილი ვყოფილვართ მეგობრები! ალბათ, უფრო პირიქით!
მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როცა ხდება უსამართლობა!როცა ხდება მკვლელობა!
იმას, რაც დღეს რუსთავი 2–ის მიმართ ხორციელდება, არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან!
ხელისუფლებამ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო!
აშკარაა ბიძინა ივანიშვილის სურვილი, ხელში ჩაიგდოს ეს ტელევიზია, რისთვისაც ლეღვის ფოთლის როლში იყენებს ე.წ. “კანონიერ” მესაკუთრეს!
კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა:
ვინ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი?!!!!!
მივმართავ მათ, ვისაც არ უყვარს რუსთავი 2, თუმცა მაინც უყურებს! ორმაგი სტანდარტების “სამართლიანებო”!
გამოფხიზლდით! სხვისი უფლებების დარღვევის დაშვებით, ან კიდევ უარესი, მოწონებით, საკუთარ თავსაც უქმნით საფრთხეს: ხვალ თქვენი უფლებებიც დაირღვევა!
რუსთავი 2 აჩვენებს გაჭირვებულ ხალხს, რომელიც რეალურად არსებობს!
არ მოგწონთ?! მოთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი აღარ იყოს გაჭირვებული!
რუსთავი 2 ატარებს კონცერტებს, რომლებიც ხალხს უნდა!
არ მოგწონთ?! თქვენ თავად ან თქვენმა რჩეულმა მთავრობამ ან ტელევიზიამ ჩაატარეთ კონცერტები!
რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, უკანონობაა!
ამ უკანონობაზე დუმილი ან ტაშის დაკვრა სირცხვილია!
სოლიდარობა რუსთავი 2–ს!”- წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უბედური შემთხვევის გამო ერთი დაცვის თანამშრომელიც კი დაესაჯოთ
შემდეგი სტატიატრანსგენდერ საბის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა