ირინა სარიშვილი: დღეს ორი გზაა და მესამე არ არსებობს!

,,იყო დრო, როცა სრულიად გულწრფელად ვთვლიდი, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნეიტრალიტეტი, ანუ სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსებში მონაწილეობაზე უარის თქმა (როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის), საუკეთესო საშუალება იყო რუსული აგრესიის, ტერიტორიული რღვევის თავიდან ასაცილებლად.
მე დღესაც მგონია, რომ ასეთი დრო იყო, ალბათ კარგა ხნის წინ, და ეს დრო გაშვებულია ხელიდან. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მაშინაც ვცდებოდი. არ ვიცი, ვერ დავიჩემებ… შესაძლოა, მაშინაც ვცდებოდი.
მაგრამ დღეს, როცა სახეზეა არა მხოლოდ საფრთხე, არამედ თითქმის ბოლომდე რეალიზებული მუქარა რუსეთის მხრიდან, ნეიტრალიტეტზე საუბარი უკეთეს შემთხვევაში სიბრიყვემდე მისული შეცდომა, უარეს შემთხვევაში კი შეგნებულად რუსული ინტერესების საკუთარ ქვეყანაზე წინ დაყენებაა.
უნდა ეს ვინმეს თუ არა, დღეს ორი გზაა და მესამე არ არსებობს:
1. რუსულ სივრცეში დარჩენა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივით.
2. ჩდილო–ატლანტიკური ალიანსი, რომლისკენ სწრაფვაც არის არა გარანტია, არამედ შანსი, რომ როდესმე საქართველო ერთიანი, თავისუფალი, განვითარებული სახელმწიფო გახდეს!
რატომ ვსაუბრობ ამაზე…
ის, რომ რესპუბლიკელთა პროდასავლურობა მითი იყო და მალე გაქარწყლდებოდა, თავიდანვე ამაზე ვლაპარაკობდით ბევრი.
ივანიშვილზე აღარაფერს ვამბობ (მისი მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მის რუსულ ორიენტაციაში ცოტა ხანი მეც არ ვიყავი დარწმუნებული).
არც იმ უსირცხვილო, ყველა დროში და ყველა ხელისუფლების დროს ყველანაირად უზრუნველყოფილ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ, მოსკოვიდან იქაური ხელისუფლების დანაპირებით “ხელდამშვენებულები” რომ ბრუნდებიან – აღარ დაგმომბავთო.
მე იმ კაცების ტვინში მინდა ჩავიხედო, სხვისი უკანალების ბედით გულდათუთქულებმა ტანზე რო შემოიხიეს ყველაფერი – ეხლა სად არიან???
ამ მავთულხლართების აქეთ ცოცვაზე არაფერს არ უგრძნობთ გული თუ ტაკუნები???
ბრძენი სახით რომ გვმოღვრავენ, სადაც არა სჯობს, გაჩუმება და წაწოლა სჯობსო, ნეტა მაშინ რას იზამდნენ, სახლში რომ შემოვარდნოდნენ და მათ ცოლ–შვილს დარეოდნენ??? რას იზამდით, ამაყებო მაშინ??? ბევრნი არიან და აზრი არა აქვს წინააღმდეგობას, მიდით, ისიამოვნეთო, ეტყოდით??? ასეთ დროს რომ ჯობია, მოგკლან, გცემონ ან, მინიმუმ, დაგაბან მაინც, ამდენს ვერ ხვდებით??? თუ ხვდებით და უბრალოდ საკუთარ ქვეყანას ოჯახად არ თვლით???
გადასაშენებელია ეს აზროვნება – ამაყი მონების თაობა!
სამაგიეროდ:
მაგარი შვილები გვყავს, უმაგრესი!
რამდენიც არ უნდა ეცადოთ მონებო, ახალ თაობას ვერ გადააგვარებთ! დაუმორჩილებელი, სიყალბისგან თავისუფალი, სულ სხვანაირი თაობა მოდის!
მათია მომავალი!
ჩვენ, ვისაც ეს გვესმის, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ასე თავმოჭრილი, პატივაყრილი და ზნედაცემული არ დავუტოვოთ ჩვენს შვილებს სამშობლო!
ვისაც ეს გვესმის, მკვეთრად უნდა გავემიჯნოთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების და მისი ღია თუ ფარული დამქაშების უზნეო, უტვინო, დამღუპველ პოზიციას!
სტატუსი: ჩვენი შვილების საქართველო უპირველეს ყოვლისა!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშირუსეთში დაკავებულ ქურდებს ხაჯინბას დაცვის უფროსის პისტოლეტები უპოვეს…
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2697 ლარია