ირინა სარიშვილი განცხადებას ავრცელებს

სარიშვილი

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის.  რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების "დახმარებით" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ამის დასტურია), რასაც სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან "გამშველებლის" ტრადიციული მისია უნდა მოყვეს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს არცერთი ეს ვარიანტი კარგს არაფერს უქადის.  პირველ შემთხვევაში ეს პირდაპირი უსიტყვო კაპიტულაციაა, რაც საქართველოს გაქრობას ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, ანუ მომავლის გარეშე. ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს და უკვე გამორიცხულია ხურვალეთში განვითარებული პროცესების და 18–ში დანიშნული აქციის გათვალისწინებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს: რუსეთის აგრესია უნდა გაპროტესტდეს!  ოღონდ უნდა გაპროტესტდეს არა რუსულ–ქოცური, არამედ ქართული სცენარით. მივმართავ ყველას, ვინც გადავდეთ ურთიერთმტრობა, ქიშპობა, ურთიერთპრეტენზიები და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო გავერთიანდით! ხვალინდელ აქციაზე მოდიან ნაცები, ანტინაცები, ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, არავისტები, პარტიულები, უპარტიოები – ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა! გუშინდელი მტრები ვდგებით ერთად! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი – პროტესტი აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს, ოღონდ ჩვენი პროტესტი არ უნდა განვითარდეს რუსული სცენარით! ნებისმიერი ჩოჩქოლი ან საქმის გარჩევის მცდელობა აქციის მონაწილეთა შორის, უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და ძირშივე იქნას აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მხრიდან! იმედია, 18 ივლისის აქციის ორგანიზატორებს ეს ესმით. მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით დაბრმავებული, თვლის რომ ეს ნაცების აქციაა და ამიტომ უნდა დაუპირისპირდეს!  არც ვკითხულობ, ვინაა ამ აქციის ორგანიზატორი!  აქცია აუცილებელია და ამ აქციაზე მივდივართ ყველა, არა მხოლოდ ნაცები! ყველა, ვინც ურთიერთპრეტენზიებზე, გუშინდელ მტრობაზე და სიძულვილზე მაღლა საქართველოს მომავალი დავაყენეთ!  პროტესტი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გაემიჯნოს ხელისუფლების აზრს! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაეხმარებით რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას, აქციის დარბევა ან რაიმე ამდაგვარი მოსახლეობის სახელით, ანუ თქვენი სახელით გააკეთოს, როგორც ეს მოხდა ხურვალეთში!  სირცხვილია!!! მივმართავ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს:  ვინც ვერ გადალახეთ ერთმანეთს შორის შუღლი და მტრობა, ნუ მოხვალთ!  მოგვეცით აქციაში მონაწილეობის მსურველებს რუსეთის ოკუპაციის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მშვიდობიანი გაპროტესტების საშუალება!  ეს ჩვენ არ გვჭირდება! ეს ჭირდება ჩვენს შვილებს! ისე ნუ ვიზამთ, რომ იმ მომავლისთვის, როცა ჩვენი შვილების დრო მოვა, საქართველო აღარ არსებობდეს! სტატუსი: ვისშიც ამ ქვეყნის სიყვარული მეტია, ვიდრე საკუთარი პრეტენზიები ან სიძულვილი ვინმეს მიმართ, ის გაიგებს, რაც დავწერე!რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო!
ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა.
რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას:

 

1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე.

2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების “დახმარებით” სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ამის დასტურია), რასაც სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან “გამშველებლის” ტრადიციული მისია უნდა მოყვეს.

ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს არცერთი ეს ვარიანტი კარგს არაფერს უქადის.
პირველ შემთხვევაში ეს პირდაპირი უსიტყვო კაპიტულაციაა, რაც საქართველოს გაქრობას ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, ანუ მომავლის გარეშე.
ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს და უკვე გამორიცხულია ხურვალეთში განვითარებული პროცესების და 18–ში დანიშნული აქციის გათვალისწინებით.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს: რუსეთის აგრესია უნდა გაპროტესტდეს!
ოღონდ უნდა გაპროტესტდეს არა რუსულ–ქოცური, არამედ ქართული სცენარით.

მივმართავ ყველას, ვინც გადავდეთ ურთიერთმტრობა, ქიშპობა, ურთიერთპრეტენზიები და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო გავერთიანდით!

ხვალინდელ აქციაზე მოდიან ნაცები, ანტინაცები, ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, არავისტები, პარტიულები, უპარტიოები – ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა!
გუშინდელი მტრები ვდგებით ერთად!

ჩვენ არ გვაქვს არჩევანი – პროტესტი აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს, ოღონდ ჩვენი პროტესტი არ უნდა განვითარდეს რუსული სცენარით!

ნებისმიერი ჩოჩქოლი ან საქმის გარჩევის მცდელობა აქციის მონაწილეთა შორის, უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და ძირშივე იქნას აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მხრიდან!
იმედია, 18 ივლისის აქციის ორგანიზატორებს ეს ესმით.

მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით დაბრმავებული, თვლის რომ ეს ნაცების აქციაა და ამიტომ უნდა დაუპირისპირდეს!
არც ვკითხულობ, ვინაა ამ აქციის ორგანიზატორი!
აქცია აუცილებელია და ამ აქციაზე მივდივართ ყველა, არა მხოლოდ ნაცები! ყველა, ვინც ურთიერთპრეტენზიებზე, გუშინდელ მტრობაზე და სიძულვილზე მაღლა საქართველოს მომავალი დავაყენეთ!
პროტესტი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გაემიჯნოს ხელისუფლების აზრს! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაეხმარებით რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას, აქციის დარბევა ან რაიმე ამდაგვარი მოსახლეობის სახელით, ანუ თქვენი სახელით გააკეთოს, როგორც ეს მოხდა ხურვალეთში!
სირცხვილია!!!

მივმართავ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს:
ვინც ვერ გადალახეთ ერთმანეთს შორის შუღლი და მტრობა, ნუ მოხვალთ!
მოგვეცით აქციაში მონაწილეობის მსურველებს რუსეთის ოკუპაციის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მშვიდობიანი გაპროტესტების საშუალება!

ნუ დაეხმარებით ნებით თუ უნებურად რუსეთს და მარიონეტულ ქართულ ხელისუფლებას თავისი ჯიბის რუსული ოპოზიციით!

ეს ჩვენ არ გვჭირდება!
ეს ჭირდება ჩვენს შვილებს!

ისე ნუ ვიზამთ, რომ იმ მომავლისთვის, როცა ჩვენი შვილების დრო მოვა, საქართველო აღარ არსებობდეს!

რუსეთის აგრესიის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის გაპროტესტება საზოგადოების მხრიდან აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს!!!

სტატუსი: ვისშიც ამ ქვეყნის სიყვარული მეტია, ვიდრე საკუთარი პრეტენზიები ან სიძულვილი ვინმეს მიმართ, ის გაიგებს, რაც დავწერე!

 

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა გადაცემაში “რეაქცია”–სრული ვერსია(ვიდეო)