ირინა სარიშვილი–არ მინდა, რომ გამოსავალი აეროპორტი იყოს!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

საქართველოში შექმნილ ბოლო დროინდელ მოვლენებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი ეხმიანება.

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს

დღეს ერთი “გენიოსი” მეუბნება: აი რო დაჩხაოდი თავზე ლარსო, ერთ ღამეში როგორ გამყარდაო.
ცოტა ხანს გაოგნებული ვუყურებდი, არ ვიცოდი, მეკივლა თუ გადამეხარხარა, მაგრამ მერე მგონი ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შური. აი მაგრად შემშურდა იმ რეგვენისაც და ყველა სხვა ყეყეჩის, ასე არხეინად რო ყველაფერი უხარიათ, თავში ტვინი არა აქვთ და ასე რიკინრიკინით მადლიერების გრძნობით ისე ამოხდებათ სული, ვერც მიხვდებიან, რა დაემართათ.
ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ლარის ერთ ღამეში 14 ერთეულით გამყარება და ამისთვის რეზერვის გამოყენება, როცა არანაირი პერსპექტივა ქვეყნის დაჭაობებულ ეკონომიკას არა აქვს, სიკვდილია, აი როცა ამას ვერ ხვდები, უკვე აღარ ხარ ადამიანი. არც ცუდი ხარ, არც კარგი, უბრალოდ, ადამიანი აღარ ხარ…
ქვეყანას არნახულ რეგვენთა და ნაძირალათა ბანდა “მართავს”!
ივანიშვილს საყდრისის აფეთქების, საკუთარი ბანკის 18.5–ჯერ გაზრდილი შემოსავლის ჩათვლით, და რაც მთავარია, ეროვნული ვალუტით ასეთი “ბურთაობით” ჩვენ თვალწინ გააქვს სახელმწიფო ხაზინა და ამდენი ხალხი ამას არათუ მორჩილად შევცქერით, არამედ რაღაც ნაწილი გახარებულიცაა!!!
კიდევ ერთხელ მოგმართავთ მათ, ვისაც ჩემგან განსხვავებით, აქ კაკუნზე მეტი შეუძლია, რადგან ფინანსები და ოფისები აქვს!
გამოდით ოფისებიდან!!!
ეს მთავრობა უნდა გადაშენდეს! წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა გადაშენდება და იჯექით მერე ოფისებში და ითვალეთ ფული!!!
გავინძრეთ სანამ საქმე სოციალურ აფეთქებამდე მისულა, თორემ სოციალური აფეთქებით, რომელიც გარდაუვალია რაღაც მცირე დროის შემდეგ, კარგი არაფერი გამოვა და და ვინც და რაც გადარჩება, მათ სხვა სახელებით და გვარებით რუსეთის პირდაპირი კურიერები ჩაუდგებიან სათავეში!
არ მინდა, რომ გამოსავალი აეროპორტი იყოს!
აქ, ჩემს ქვეყანაში მინდა გამოსავალი!–წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი ქართველი სამხედროს ოჯახს თანაუგრძნობს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენენ