ირინა სარიშვილის ,,ოთხი ინფორმაცია,,

პარტია ,,იმედის,, ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გავრცელებულ 4 საყურადღებო ინფორმაციაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციების გაანალიზება უნდა მოხდეს…

,,ოთხი ოფიციალური ინფორმაცია, მათ შორის ერთ–ერთი, ერთი შეხედვით, აბსურდული, რომელიც გასაგები მიზეზების გამო აქტიური ყურადღების მიღმა დაგვრჩა და რომლის ზედაპირული გაანალიზება მაინც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

1. აბაშიძე–კარასინის მოსალოდნელი შეხვედრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად შესაძლოა ე.წ. აფხაზეთის რკინიგზა განიხილონ;

2. ისლამური სახლმწიფოს ბოევიკებმა «კავკასიის მმართველი» დანიშნეს. დაღესტნელმა, ჩეჩენმა, ინგუშმა და ყაბარდოელმა მომხრეებმა აბუ ბაქრ ალ-ბაგდადს ერთგულება
ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში საკუთარი «პროვინციის» გახსნის შესახებ განაცხადა–ამის შესახებ გუშინ გერმანულმა სააგენტოებმა დაჯგუფების პრეს-მდივნის აბუ-მუჰამედ ალ-ადნანის განცხადების შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია.
«ჩვენ, ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცებს კავკასიაში ვულოცავთ ხალიფატისთვის ფიცის მიცემას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მოჰამედ ალ-კადარს კავკასიის მმართველად ნიშნავს» – ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში;

«ომის შესწავლის ინსტიტუტი» აზუსტებს, რომ «პროვინცია» სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზეა, რამაც მიმართვის ტექსტის რუსულად წარმოთქმა განაპირობა.

3. სოციალური აჯანყება სომხეთში, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურში გადაიზარდოს;

4. პაატა ზაქარეიშვილის ერთი შეხედვით აბსურდული განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობები წინ მიდის. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ თუ ჩვენ აშშ–ს უპრეცედენტო გააქტიურების ფონზე წინა სამ ინფორმაციას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობა მართლა წინ მიდის, ოღონდ რუსეთისთვის და არა ჩვენთვის.

დავიწყოთ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების გააქტიურებიდან. ეს პროცესები რომ რუსეთიდანაა პროვოცირებული და შეძლებისდაგვარად მართული, ამაში ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. ამით რუსეთს ეძლევა საშუალება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბით რეგიონში საკუთარი გავლენის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს, მათ შორის სომხეთში და სომხეთის გავლით საქართველოში.
სქემა მარტივი და ნაცადია: აღნიშნული ბოევიკები განცხადებებით ან მოქმედებებით, ან ორივეთი ერთად ერთის მხრივ, თანხვედრაში იქნებიან სომეხ ოპოზიციონერებთან, რომელთა მოთხოვნები ამ ეტაპზე სოციალურია, მეორეს მხრივ, დაუპირისპირდებიან ე.წ. აფხაზეთის რკინიგზას.
ამ მარტივი სქემით რუსეთი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ქმნის ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრს, რომლითაც, ერთის მხრივ, საქართველოს ჩართავს სომხეთში მიმდინარე პროცესებში სომხეთის მთავრობის სასარგებლოდ, მეორეს მხრივ, მიიღებს საქართველოს ხელისუფლების დოკუმენტურ თანხმობას ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაზე, სადაც სამი მხარიდან ერთ–ერთი აფხაზეთია.

სავარაუდოდ, სწორედ ეს ორი საკითხი – ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა და აფხაზეთის რკინიგზა იქნება აბაშიძე–კარასინის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე:

1. დაუშვებელია რუსეთთან ერთად ანტიტერორისტულ ცენტრში მონაწილეობა, რომლის ერთადერთი მიზანი რეგიონში რუსული გავლენის შენარჩუნებაა. საქართველოსთვის ეს საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტების კერის გაჩენის ტოლფასია, სადაც “მსაჯული” ისევ რუსეთი უნდა იყოს.

2. კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა საქართველოს მხრიდან, სადაც ერთ–ერთ მხარეს აფხაზეთი წარმოადგენს: ეს ავტომატურად აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ნიშნავს, მით უმეტეს, როცა ამ პროცესებში რუსეთიც მხარედ მონაწილეობს. ასეთ ვითარებაში, არათუ რაიმე ხელშეკრულების გაფორმება, ამ ხელშეკრულების ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზეც კი არ შეიძლება მსჯელობა.

ამას დავუმატოთ საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოზიცია რუსეთ–უკრაინის ომში, სადაც ის ღიად რუსეთის მხარეზეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობები წინ მიიწევს, თუ ის რუსეთის წინსვლას და მისი გავლენის შენარჩუნებას გულისხმობს, სიმართლეა.

იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე გვაქვს აშშ–ს უპრეცედენტო გააქტიურება უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც რუსეთის გარშემო ყულფი ვიწროვდება, როდესაც აშშ აკეთებს განცხადებას საქართველოში ტერორის საფრთხის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზემოთ აღნიშნული რუსული სქემის შესაბამისად მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ღალატი!

რუსეთის მოშიშ ან მოყვარულ საზოგადოებას შევახსენებ: რუსეთთან სტრატეგიული პატრნიორობა არ მოიტანს არც ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, არც მის განვითარებას. ამიტომ რუსეთთან მოღალატურ თანამშრომლობას პრაგმატული თვალსაზრისითაც არაფრის მოტანა არ შეუძლია.
საქართველოს ხელისუფლება, იჭერს რა ნგრევის პირას მისული რუსული იმპერიის მხარეს, საკუთარ ქვეყანას უსპობს გამთლიანების და განვითარების შანსს.

აღნიშნულ რუსულ სქემას უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხი, საზოგადოება, რათა, სულ მცირე, მომავალში მაინც დღევანდელი მოღალატე ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი გამოცხადდეს უკანონოდ.

დღეს მოქმედების დროა!
საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების აზრი უნდა გაიმიჯნოს და ეს გამიჯვნა მკვეთრად უნდა დაფიქსირდეს!

ასე ჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს.,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა აფხაზეთში (+ ფოტო)
შემდეგი სტატიაამ წუთებში ბათუმის ცენტრიდან ე.წ „ერმაკოვის ბუტკებს“იღებენ