ირინა აგრბა: ახლანდელმა ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა

ირინა აგრბა: ახლანდელმა ხელისუფლებამ ხალხი მოატყა

ირინა აგრბა: ახლანდელმა ხელისუფლებამ ხალხი მოატყააფხაზეთის ოპოზიციურმა ბლოკმა გუშინ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც აფხაზეთში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას ეხებოდა.
ირინა აგრბამ, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქალები პოლიტიკაში”, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა ხელისუფლებამ მოატყუა: “აფხაზეთის მოქალაქეებს დაპირდნენ მაღალ ხელფასებს და პენსიებს. და სად არის დანაპირები? მათ იმის იმედი ქონდათ, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებას გააგრძელებდა და უნდოდათ ამ თანხებიდან ეკვებათ საკუთარი ხალხი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ჩვენთაგანი ხვდება, რომ ჩვენ უბრალოდ მოგვატყუეს – განაცხადა აგრბამ.
“რა გინდათ გლეხის ჯიბეში, რომელსაც იმის საშუალებაც არა აქვს, რომ შვილი სკოლისთვის მოამზადოს. ის ერთ ტომარა თხილს იმიტომ ყიდის, რომ ერთი ტომარა ფქვილი იყიდოს” – თქვა აგრბამ პრესკონფერენციაზე.

აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკი 2015 წლის 14 ივლისს შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიგიგი გიგიაძე: ევროკავშირიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: მომავალი წელი ფასების თვალსაზრისით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წლევანდელი წელი