ირინა აგრბა: აფხაზეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია… (VIDEO)

ირინა აგრბა: ახლანდელმა ხელისუფლებამ ხალხი მოატყა

აფხაზური დე-ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკის წევრი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ქალები პოლიტიკაში,, თავმჯდომარე ირინა აგრბა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო პრეზიდენტისა და არსებული ხელისუფლების ხელში აფხაზეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია…

ოპოზიციური ბლოკის მიერ გაგრაში მოწყობილი მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, ირინა აგრბა სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე… მან, აფხაზეთში მოქმედი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ჩადენილ დანაშაულებზე ვრცლად ისაუბრა… ხოლო გამოსვლის ბოლოს აგრბამ აფხაზ ინტელიგენციას მიმართა…

,,თქვენ, სხვებზე უფრე მეტად ხართ პასუხისმგებელი ჩვენი მომავლის წინაშე იმის გამო, რომ მხარს უჭერდით ხაჯინბას კლანს და ძირს უთხრიდით ქვეყნის სტაბილურობას 10 წლის განმავლობაში… ამას ვეუბნები მე ჩვენს  ინტელიგენციას… თუ ეს ხელისუფლება, თავისი გაგებით ,,გადაწყვიტოს,, ,,იხელმძღვანელოს,, დარჩება განკუთვნილი დროის ბოლომდე, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოვა ტურბულენტობის ზონიდან, სადაც  ჩვენ შეგვდენეს ნაკლებადგანათლებულმა და უპასუხისმგებლო ლიდერებმა ყოფილი ოპოზიციის, რომლებიც გარე ძალებს ეყრდნობოდნენ… იმ ძალებს, რომელთაც აფხაზეთის სუვერენიტეტი მოსვენებას არ აძლევთ… ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია!,, განაცხადა ირინა აგრბამ

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისოხუმი… კეთილმოუწყობელი ქალაქი… (VIDEO)
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმეზე პირველ კომენტარის აკეთებს