ირანი “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტს არ ათავისუფლებს

ირანი

ირანი "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტს არ ათავისუფლებსგაეროს უფლებადამცველებმა ირანს ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოსთხოვეს, რომელიც წეილწადზე მეტია დაკავებული ყავთ რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის ჯაშუშობის. ჯეისონ რეზაიანს განაჩენს მომავალ კვირას გამოუტანენ.

“ბ-ნი რეზაიანის დაკავება, ციხეში ჩასმა და დახურული სასამართლო პროცესი, ძირითადი უფლებების დარღვევაა, რომელიც მიზნად ისახავს ირანში ჟურნალისტების, ბლოგერების და აქტივისტების დაშინებას” – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც პარასკევს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დევიდ კაიემ გააჟღერა.
“ვაშინგტონ პოსტის” მთავარმა რედაქტორმა მარტინ ბერონმა განაცხადა, რომ გაეროს განცხადება “მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში” გამოჩნდა და ის გაზეთის პოზიციას ადასტურებს, რომ ეს საქმე, რომელიც ირანის სასამართლოში იხილებოდა, დარღვევებით მიმდინარეობს.
რეზაიანი, რომელიც ახლა 39 წლის არის, 2014 წლის 22 ივნისს ორ ფოტოჟურნალისტთან და მეუღლესთან ერთად დააკავეს, რომლებიც შემდეგ გაუშვეს. ჟურნალისტს ბრალის დადასტურების შემთხვეევაში 10-დან 20 წელი თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

banner
წინა სტატიაშიეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიაოდესაში უცნონბებმა ლგბტ-თემის ფესტივალი დაარბიეს