ირაკლი წერეთელი–აღსდექით სვანებო ბოროტების წინააღმდეგ!

აღსდექით სვანებო ამ კონკრეტული ბოროტების წინააღმდეგ

“საქართველოს მთავრობამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მონაწილეობით ახალ ბოროტებას ჩაუყარა საფუძველი—ნენსკრა ჰესის მშენებლობას. სვანეთში აღარ უნდა აშენდეს ახალი ჰესები, მით უფრო დიდი ჰესები. ეს იწვევს ულამაზესი ბუნების დასახიჩრებას,ეკოლოგიურ კატასტროფას. არავითარი ჰესი სვანეთში აღარ უნდა აშენდეს“–წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი წერეთელი.

კანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებს
აღსდექით სვანებო ამ კონკრეტული ბოროტების წინააღმდეგ. ხმას რატომ არ იღებენ ეკოლოგიური მოძრაობები, ძალიან მიკვირს. ეს ლაშა ჩხარტიშვილი რატომ არ ჩანს? არ უნდა აშენდეს არც ხუდონჰესი, არც ტობარჰესი, არც ნამოხვანჰესი, არანაირი ჰესები არც სვანეთში, არც ღაჭაში, არც მთიან აჭარაში და არც საერთოდ საქართველოში აღარ უნდა აშენდეს, მით უფრო მთის მდინარეების დატბორებისა და მილსადენში შეყვანის გათვალისწინებით! დვიცვათ საქართველოს ულამაზესი და უმშვენიერესი ბუნება. რატომ უნდა აკეთოს ფული ერის გამყიდველმა ჩინოვნიკებმა და გარეწარმა გადამთიელმა ინვესტორებმა საქართველოს ბუნებისა და ეკოლოგიური გარემოს დანგრევის, განადგურების ხარჯზე? ყველამ ერთად შევუტიოთ ამ უნამუსო მთავრობას-წერს ირაკლი წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიე.წ მატროსოვის ციხესთან შეკრებილმა დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მხარდამჭერებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს
შემდეგი სტატიაგერმანელმა ექიმებმა ქართველი სიამის ტყუპები წარმატებით განაცალკავეს…