ირაკლი ჩიქოვანი – მოვიდნენ მთავრობის წევრები პარლამენტში და ჩვენს შეკითხვებს გასცენ პასუხი

,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მისვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩიქოვანის განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაში აუცილებელია, მთავრობამ პასუხი გასცეს არსებულ შეკითხვებს. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უმრავლესობის წევრებს, მოახდინონ ამ საკითხის დროულად ორგანიზება.
,,ჩვენ ქვეყანაში არავინ საუბრობს ეკონომიკაზე, ამ დროს პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური გუნდი ვალდებულია ისაუბროს ამ საკითხებზე.
იმ დროს, როცა, ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, მთავრობის წევრები არ მოდიან პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე და არ სცემენ კითხვებს პასუხს. არ მესმის, საერთოდ ამ ადამიანების, რატომ არ სცემენ ჩვენს კონსტიტუციას პატივს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტი საუბრობს პროდუქტებზე ფასების ზრდაზე და ეს ყველაზე მეტად ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს.
“ხალხს ამ დროს აინტერესებს, რას აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ გვესმის სხვადასხვა გეგმების შესახებ და არაფერი ვიცით რას წარმოადგენს ეს გეგმები. ძალიან გთხოვთ, დროზე მოვახდინოთ ამის ორგანიზება, რომ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე არ დადგეს. მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტში და ჩვენს შეკითხვებს გასცენ პასუხი”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მან ასევე შეახსენა ირაკლი სესიაშვილს, რომ მიცემული აქვს პირობა, თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
“შეასრულოს დანაპირები, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე საუბრობენ სხვები”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა
შემდეგი სტატიარუსები მარიუპოლზე შეტევას ამზადებენ