ირაკლი ჩიქოვანი: არსებობს პრონციპები რომელსაც ჩვენ არასოდეს ვუღალატებთ

თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში პარტიის წარსულსა და სამომავლო გეგემბზე ვრცელ პოსტს აქვეყენებს.

“დღეს თავისუფალი დემოკრატების პოზიცია ძალიან მარტივი და კონკრეტულია. არსებობს პრონციპები რომელსაც ჩვენ არასოდეს ვუღალატებთ, მიუხედავად იმისა ვიქნებით ოპოზიციაში თუ ხელიუფლებაში. ამ პრინციპების უგულვებელყოფა ჩვენთვის მიუღებელია, მათვის ბრძოლა კი უმთავრესი, ზუსტად ამიტომ შეიქმნა თავისუფალი დემოკრატები.

იმ დროსათვის წარმატებული დიპლომატები, საჯარო მოხელეები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები პრინციპებისათვის ბრძოლამ და ერთიანმა ღირებულებებმა გაგვაერთიანა. 2009 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველას კარგად დაანახა რომ ჩვენ დავუპირისპირდით ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან არ გვინდოდა კომპრომისზე წავსულაყავით ჩვენი ქყენის დემოკრატიული განვითარების ხარჯზე. მაშინ ნათლად დავინახეთ რომ ნაციონალური მოძრაობამ “სტაბილურობის” მოტივით ფეხქვეშ გათელა რეალურად დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პრინციპები: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

2014 წლის ბოლოს კოალიციიდან წამოსვლაც განპირობეული იყო პრინციპებისათვის, ღირებულებებისათვის და საქრთველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისათვის განუხრელმა ერთგულებამ. რა თქმა უნდა მადლიერები ვართ კოალიციის პარტნიორების და უპირველესად ბიძინა ივანიშვილის, 2012 წელს ქვეყნისთვის ესოდენ
მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევისათვის. თუმცა არც თავისუფალი დემოკრატები ვყოფილვართ სტატისტების როლში ამ პროცესში.

დღეს თავისუფალი დემოკრატები ვაგრძალებთ პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომასვლისათვის და ამას პოლიტიკური ალიანსების გარეშე ვაპირებთ, მით უმეტეს იმ ძალასთან რომელთან დაპირისპირებამაც შექმნა ჩვენი პოლიტიკური გუნდი”- წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია პატრიარქ კირილისადმი მიძღვნილ ” დაუჯდომელს” აქვეყნებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ ” ფეისბუკში’ განცხადებას ავრცელებს