ირაკლი შოთაძე: ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე უკვე საკმაოდ სერიოზული შედეგები არსებობს და ახლა მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
“ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დეტალებზე საუბრისგან, ვინაიდან მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მე ახლა საზოგადოებას რომ ვაცნობო კონკრეტულად რა არის საქმეში დადგენილი, ვინ არიან მხილებულნი, ეს ხელს შეუშლის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბესიკ ხარძიანის ოჯახი სრულად არის ინფორმირებული საქმეში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, გამოკვეთილია თუ არა მკვლელობის მოტივი, იგი პასუხობს, რომ “ყველაფერი გამოკვეთილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები”. “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ამ მკვლელობის ჩადენა”, – აღნიშნა შოთაძემ. მანვე თავი შეიკავა კომენტირებისგან, დადგენილია თუ არა მკვლელის ვინაობა.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი : არჩევნებისთვის ისუფთავებენ მედია ველს
შემდეგი სტატიაყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს