ირაკლი შოთაძე: უახლოეს მომავალში მოხდება გამოკითხვა, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ მოსამართლეები

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციიით, ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეულ მოსამართლესთან გასაუბრება შედგა. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დარჩენილ წევრებთან გასაუბრებაც იგეგმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლაზე საუბრობენ ისინი კონკრეტულად.

“გარკვეული გასაუბრება უკვე გაიმართა საკონსტიტიციო სასამართლოს ზოგიერთ წევრთან, მაგრამ უმეტესობა არ იმყოფებოდა საქართველოში, როცა ეს ამბავი ხდებოდა და შესაბამისად, ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა, უახლოეს მომავალში მოხდება ყველას გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე განმარტებით, თუ აღნიშნულ ფაქტებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა – “კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად”.

banner
წინა სტატიაშითშუ-ს სტუდენტების აქცია- მონაწილეები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის დროს 22.00 საათამდე აძლევენ
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: მთავარ პროკურორორობაზე შემოთავაზება, ან კონსულტაციები არ ყოფილა