ირაკლი შოთაძე – კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება

ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებისა და ოჯახთან კონსულტაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.
“დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ, მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახთან მოვრჩებით კონსულტაციებს და მოვრჩებით ყველა საგამოძიებო მოქმედებებს, რასაც ოჯახი მოითხოვს. არც ერთი კითხვა კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი არ დარჩება”, – განაცხადა შოთაძემ.
ეროსი კიწმარიშვილი გასული წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში„არ მგონია, რაიმე სანერვიულოა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტება“
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა