ირაკლი შოთაძე: ვფიქრობ უსაფრთხოების ეს ზომები დროული იყო

მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძე უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინა და მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია შეძლო.

შოთაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს უკვე მიმართეს.

„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გააქტიურება ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე – ვფიქრობ უსაფრთხოების ეს ზომები დროული იყო. ვფიქრობ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება ისეთივე მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში. სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს. ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში გაცილებით მარტივია მათთვის შესაბამისის საგამოძიებო მოქმედებების წარმოება“ , – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არცერთი ჟურნალისტი საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეს”
შემდეგი სტატია“მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?!”