ირაკლი შოთაძე – გამოძიება საწყის ეტაპზეა და დადასტურებულად რაიმეს განცხადება არ შეიძლება

ამ ეტაპზე, დასაბუთებულად და დადასტურებულად რაიმეს განცხადება, რა თქმა უნდა არ შეიძლება, რადგან მომხდარი ფაქტიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და გამოძიება საწყის ეტაპზეა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას – უკავშირდება თუ არა 2006 წლის საქმე გუშინ მომხდარ ფაქტს.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაზე მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.
“ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარი ფაქტიდან საკმაოდ მოკლე დროა გასული. ამ ეტაზე ჩატარებულია მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიც არის შემთხვევის ადგილის, ავტომანქანის დათვალიერება, დანიშნულია ექსპერტიზები, რომლებმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – რა იყო ბატონ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი, როგორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სასაფლაოზე, სად იყო ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა განთავსებული. გამოძიება საწყის ეტაპზეა, შესაბამისად ამ ეტაპზე, დასაბუთებულად და დადასტურებულად რაიმეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რადგან მომხდარი ფაქტიდან საკმაოდ მცირე დროა გასული”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ

banner
წინა სტატიაშიობამას განცხადებით რუსეთის ეკონომიკისაგან მხოლოდ რქები და ფეხებიღა დარჩა
შემდეგი სტატიაგალის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის გვამი