ირაკლი ღლონტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11255216_1604217493192280_5661689790573334293_nსაქართველომ მიიღო კორუმპირებულ–კლანური წარმოშობის მქონე ხელისუფლება და დღეს საზოგადოების აქტიურობის გარეშე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ცალკე აღებულს გაუჭირდება მისი დემონტაჟი.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ამხილოთ კორუფცია და თვალი არ დახუჭოთ მასზე. ,,რეფორმატორები” მზად ვართ კონფიდენციალურად მივიღოთ თქვენგან ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროებთ და მოვითხოვთ პრევენციას. ნებისმიერი საფუძვლიანი ფაქტი იქნება რეაგირებული და დამნაშავეები დასჯილი.

მიმაჩნია, რომ კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყო ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი პრიორიტეტი და თუ ხელისუფლება თავად კორუმპირებულია ან  ქმედუუნაროა ამ მიმართულებით, ხალხმა უნდა მოახდინოს სისტემაზე ანტიკორუფციული დემარში.

კორუფცია პირდაპირი მტერია და ძირს უთხრის სახელმწიფოს უმთავრეს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ადამიანის კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო სტრუქტურების ავტორიტეტს და ნდობას.

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუძრავი ქონებიდან მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა შესაძლოა, გაუქმდეს