ირაკლი ღლონტი სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და პრემიერს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღლონტი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და პრემიერს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს

“რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი საკადრო ცვლილებებს ეხმიანება.

ირაკლი ღლონტი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და პრემიერს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს
” მსურს კახი კახიშვილს მივულოცო მინისტრად დანიშვნა. მიმაჩნია, რომ კახიმ ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს იყო საჯარო მოხელე. ის კარგად იცნობს მოქალაქის ინსტიტუტს და აქვს მენეჯერობისა და ოპიზიციასთან ჯეროვანი თანამშრომლობის უნარი.
წარმატებებს ვუსურვებ შს. ახალ მინისტრს, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახში პირადი პასუხისმგებლობით პატიმრის (დაზარალებული მცირეწლოვანის მამა) მიყვანით. მართალია მე ვგულშემატკივრობდი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, თუმცა ამ ეტაპზე მღებრიშვილის კანდიდატურის საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია.
საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე წარმატებებს ვუსურვებ ორივე მინისტრს.
მინდა პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო, რომ იმსჯელოს მთავრობის ე.წ. ეკონომიკური გუნდის განახლებისთვის.” – აცხადებს ღლონტი

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი დაღუპვის შემდეგ დაჯილდოვებულების სიაში აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაქართველმა ძიუდოისტმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა