ირაკლი ღლონტი: რუსთავი 2–ს დავაფინანსებთ ხალხი !

პარტია,,რეფორმატორები’’ შეშფოთებას გამოხატავს რუსთავი 2–თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების გამო. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის აზრით, საქმე გვაქვს პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის ავტორი უნდა ვეძებოთ ე.წ. შუშის სასახლეში.

”ხელისუფლება ცალსახად ებრძვის თავისუფალ სიტყვას და ამას სპეციალურად აკეთებს წინასაარჩევნო პირობებში, რაც ჩემი შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქმა და მის აბსოლიტურ მორჩილებაში მყოფმა ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა დემოკრატიას. ვწუხვართ, რომ ხელისუფლების უკანონო ნების აღსრულების სამსახურში დგას საქართველოს სასამართლო, რაც ერთი ორად აორმაგებს საჯარო ინტერესს, რომ მალე განვახორციელოთ კონტრეფექტური და არადემოკრატიული ხელისუფლების სრული დემონტაჟი. მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას ეკონტროლებინა მედია და ყველაფერს აკეთებს თავისუფალი სიტყვის ან გასაკონტროლებლად ან მის სალიკვიდაციოდ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით დამოუკიდებელი მედიასაშვალებების გვერდით, ამიტომ, თუ ხელისუფლება ფინანსურ სახსრებს გადაუკეტავს არხს, საზოგადოება გავიღებთ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიდან თანხას და რუსთავი 2 გააგრძელებს ხალხის სამსახურში დგომას.” – აცხადებს რეფორმატორების თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: “ქართული ოცნების” უსუსურმა და არაეფექტურმა პოლიტიკამ “ნაციონალური მოძრაობა” გააძლიერა
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი: რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული