ირაკლი ღლონტი–გილოცავთ!!! გავიმარჯვეთ!!!

ირაკლი ღლონტი–გილოცავთ!!! გავიმარჯვეთ!!!

ირაკლი ღლონტი–გილოცავთ!!! გავიმარჯვეთ!!! “გილოცავთ !!! გავიმარჯვეთ !!! მიმდინარეობს მახინჯი ბუტკების დემონტაჟი !!!
მე მსურს ყველა ბათუმელს და ყველა იმ ადამიანს მივულოცო ეს გამარჯვება, ვინც ხმა ამოიღო და გააპროტესტა ეს სიმახინჯე”–ასე ეხმიანება პარტია “რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი ბათუმის ცენტრალური მოედნიდან ე.წ “ერმაკოვის ბუდკების” დემონტაჟს.

“ვერაფრით ვერ შევეგუები ხალხის ჯიბიდან, ხან ძალით და ხან ნებით ამოღებული ფულით ქვეყანას დამსგავსებული საქართველოს გავერანებას და განადგურებას. ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ვინც ეს ჩაიდინა ის ბათუმის მტერია და დაუყონებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ჩვენ ,,რეფორმატორები” მივიჩნევთ, რომ ბათუმის მერმა, ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში პორტირებულმა გიორგი ერმაკოვმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ზედ უნდა მიჰყვეს არჩილ ხაბაძე, რომელიც კორუფციის მორევში ზის და აჭარა კრიმინალთა სათარეშოდ გადააქცია. მრავალჭირნახული აჭარის და აჭარლების არჩევანი არ არის ,,ჩაზნექილი სკამები” და ,,ბუტკები”, ისინი გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე ჩვენი ქმედუუნარო და თავგასული ხელისუფლება სთავაზობს. განახლების დრო დგება.ძალა ერთობაშია!”–წერს ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაშიერევნის აქციიდან რუსი ჟურნალისტები გააძევეს
შემდეგი სტატიაფრანგების მწარე პასუხი აშშ-ს