ირაკლი ღლონტის პასუხი გია ვოლსკის

ირაკლი ღლონტის პასუხი გია ვოლსკის

ირაკლი ღლონტის პასუხი გია ვოლსკისროგორც შუალედური არჩევნების ბოიკოტის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერმა მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერს ბატონ გიორგი ვოლსკის, რომ პარტია ”რეფორმატორებისთვის” თვითმიზანი არ არის ბოიკოტი და პროცესიდან გამიჯვნა, ეს იძულებით ნაკარნახევი არჩევანია და ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩვენი ბოიკოტი ემსახურება სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს აბსურდია. ვაცხადებ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების უყურადღებობის ბრალია. მაშინ, როდესაც არასაპარლემენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ვახსენებდით საარჩევნო სისტემის რეფორმის დანაპირებს და ვითხოვდით ინტერპარტიული ფორმატით სისტემის დემოკრატიულ და სრულყოფილ ფორმად გარდაქმნას, ერთადერთი პოლიტიკური ძალა სწორედ ქართული ოცნება იყო, რომელმაც არ მოისურვა დიალოგი ოპოზიციასთან. 2015 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა, როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ. რეალურად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მივიღეთ არა საარცევნო რეფორმა, არამედ კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო. ადგილობრივმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ოპოზიციის შეურიგებელი პოზიცია არადემოკრატიულ მიდგომებთან დაკავშირებით. ბოიკოტისაკენ პირადად ჩვენ ,,რეფორმატორები” გვიბიძგა ხელისუფლებამ და სხვა არავინ.- აცხადებს ”რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაშიფშაველი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო „თუშეთობა 2015“ აღარ გაიმართება
შემდეგი სტატიაბორჯომის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის დაწვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება