ირაკლი ღლონტი:სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რის გამო დატრიალდა თბილისში ტრაგედია

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რის გამო დატრიალდა თბილისში ტრაგედია

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რის გამო დატრიალდა თბილისში ტრაგედიაპარტია ,,რეფორმატორების” თავმჯდომარე გვიან ღამიდან ამ დრომდე იმყოფება სტიქიის ადგილზე. ის მონაწილეობას იღებდა მოქალაქეთა ძებნის პროცესშიც.
მისი ინფორმაციით სავარაუდოდ სტიქიასთან ერთად ადგილი აქვს ქ. თბილისის მერიის უპასუხისმგებლობას, ვინაიდან მოუწესრიგებელია კოლექტორები, რომელსაც უნდა უზრუნველყო წყლის მასების მტკვარში გადინება.
ირაკლი ღლონტის ინფორმაციით გარდაცვლილია რამდენიმე მოქალაქე,ამის გარდა დაკარგულია 8 მოქალაქე და განადგურებულია ზოოპარკის ბინადრები, ამის გარდა განადგურებულია ზოოპარკის ინფრასტრუქტურა და ე.წ. ,,ახალი ავტობანი”.
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რის გამო დატრიალდა თბილისში ტრაგედია. პასუხი უნდა აგოს ქალაქის ხელისუფლებამ ! მათ წესით ჭკუა უნდა ესწავლათ 2012 წლის 12 მაისის მსგავსი ტრაგედიის შემდეგ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა გახსნილი ორთაჭალჰესი, რომელსაც უნდა გაეტარებინა წყლის ეს ნაკადი, რომ არ დატბორილიყო თბილისი.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ადმინისტრაცია 3 თანამშრომლის შესაძლო გარდაცვალებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს