ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა–გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
“ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ცენტრში ტრადიციული ბალნეოლოგიური პროცედურების გარდა, იფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც მოხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა უახლესი იტალიური წარმოების დინამიური ტალღის აპარატით.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიალელა წურწუმიას მეუღლე ,,მამულიჩა” ნარკოტიკების შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს