ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა

დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ხორციელდება, ცხადყოფს პირადად მისი და, ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლის აღიარებას აბრეშუმის გზის აღდგენის ხელშეწყობას.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში. ასევე, მადლობას მოვახსენებ ჩვენს მოწვეულ მომხსენებლებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით