ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმართული არ იქნება რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო–ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ–მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.

banner
წინა სტატიაშიკიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს