ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მივა, სადაც დაჭრილი პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს მოინახულებს.
შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: პოლიციელთა დემორალიზაცია უპასუხისმგებლო პოლიტიკით მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში