ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს. “ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო, ძალიან დამამწუხრა ცნობამ, თქვენი ვაჟის გარდაცვალების შესახებ. მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა და გულწრფელი სამძიმარი. ჩვენი ფიქრები არის თქვენთან და თქვენი ოჯახის წევრებთან ამ რთულ მომენტში. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად. კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი, 47 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ჯოზეფ ბაიდენს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ დათანხმდა ოდესის გუბერნატორობას