„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი სააკაშვილი არის წარსული“-ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ რიგაში გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლატვიას მისი დაკავების მოთხოვნით მიმართა.
„დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და ნუღარ მეკითხებით მასზე. არ მაქვს სურვილი, რომ ვისაუბრო სააკაშვილის რაღაც გაუგებარ განცხადებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თუნდაც მერკელთან ჩვენს ძვირფას დროს დავკარგავ, ან ლატვიის პრეზიდენტთან რომ ვისაუბრო სააკაშვილზე, ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული უბრალოდ, მითუმეტეს რატომ უნდა შემეწუხებინა თუ გადმოცემაზეა საუბარი, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო, ეს ხუმრობით. მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე,“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.