ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც ვართ მზად ქამრები შემოვიჭიროთ

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს მთავრობა “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე გადადის. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, იმ ფონზე, როცა ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია მოქალაქეებისა და კომპანიების ჯიბეზე, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.
“ვინაიდან, ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ასევე კომპანიებზე, ჩვენც ვართ მზად, რომ იტყვიან, ქამრები შემოვიჭიროთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა კოორდინირებულად ერთად. ჩვენ ყველაფერს უნდა გადავხედოთ. ალბათ, მოგვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მაქსიმალურად, გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად უნდა ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, რომ ყველამ მის ხარჯზე იცხოვროს – აცხადებს ჟირინოვსკი
შემდეგი სტატიახელისუფლებას ეკონომიკური ვითარების ანალიზის უნარი არა აქვს – აცხადებს პოფესორი მესხია