ვიქტორ ორბანი – რიგის სამიტზე მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს

რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უნგრულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანსპორტო პოტენციალი გააჩნია.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, აპრილში თბილისში უნგრეთის სავაჭრო ოფისი გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშილარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს–გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატია„მან ფაქტობრივად აღიარა რომ არაჯეროვნად შეასრულა საქმე” – რევაზ ნოდია