ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია ჩინეთში მეტი სტუდენტი გამოვაგზავნოთ

„ჩვენი მიზანია ჩინეთში მეტი სტუდენტი გამოვაგზავნოთ, ჩვენ შეგვიძლია სტუდენტური გაცვლითი პროგრამებში ვითანამშრომლოთ,”- ამის შესახებ განცხადება პეკინის საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერს შეკითხვა საქართველოდან ჩასულმა სტუდენტმა დაუსვა.

არ არის გამორიცხული განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამა შეიმუშაოს, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უფრო გააქტიურდეს.

„გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვამტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება ჩინური ენის მცოდნე მეტი ქართველი. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს, როცა აქ დავბრუნდები, მეტი ქართველი სტუდენტი დამხვდება,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განმარტებას ავრცელებს