ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროპული არჩევანია

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროპული არჩევანია. ეს არცევანი არცერთი მთავრობის მიერ არ გადაიხედება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, ჩვენი დიდი წინაპრების მიერ გაკეთებული არჩევანი. ეს არჩევანი არასდროს გადაიხედება არც ჩვენი და სხვა არცერთი მთავრობის მიერ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნახსენებ ევრაზიულ ტერმინზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ყველა ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება.

“ჩვენი მთავრი ამოცანაა გამოვიყენოთ ყველა პოტენციალი რომელიც ჩვენს კონტინენტზეა, ასევე ყველა დანარჩენ კონტინენტზე. ერთი არის ჩვენი პოლიტიკური კურსი, მეორე სავაჭრო პოტენციალის გამოყენება. გიორგი კვირიკაშვილმა პრაგმატული პოზიცია დააფიქსირა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ მაქსიმალურად ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ეს არ არის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, ეს არის საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვა