ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

გასული ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მართლაც წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრემიერის განმარტებით, მიღწეულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თავად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელიც პროცესში პირველივე დღიდან ჩართულია.
“მართლაც წარმატებული იყო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა და მინდა აღვნიშნო ბატონი სერგეენკოს განსაკუთრებული წვლილი. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავიდანვე დავისახეთ მიზნად. კვლევის შედეგები კი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროგრამა აღმოჩნდა წარმატებული. დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოს ყურადღების გარეშე – ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო დაფინანსება. დღეისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის 3 200 000 ადამიანია ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო 530 000 ადამიანი კერძო და კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათში მთავრობის ძალისხმევა სათანადოდ აისახა, რაც მინისტრთა კაბინეტის თითოეული წევრისთვის სასიხარულო და სტიმულის მიმცემია.
“რა თქმა უნდა, ჩემთვის და მთავრობის თითოეული წევრისთვის არის სასიხარულო, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა და წარმატებული რეფომარმა აისახა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულის მოცემი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა ხდება ერევანში?- მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე