ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს არის საყოველთაო გლოვის დღე და ისინი სიონის ტაძარში პატრიარქის თხოვნით შეიკრიბნენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ ამ დღეს ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა. დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, დაკარგულების ოჯახებს. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მხნეობა, ჩვენ გვესმის რომ ძალიან მძიმეა ეს წუთები მათთვის, მაგრამ ჩვენ ამ გასაჭირს, ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა და გარდაცვლილთა თაობაზე ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიდათვი, ჩლიქოსნები და ფრინველები – რუსეთის ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველებს აგზავნის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება