ირაკლი ღარიბაშვილი – ჩაის კულტურის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

ჩაის კულტურის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. “დღეს ვიმყოფებოდი ბატონ ზურა ჩხაიძის მიერ დაწყებულ საწარმოში, რომლის თანადაფინანსება გავაკეთეთ. მეორე საწარმო ვნახეთ სოფელ ანასეულში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გურიისთვის. ჩაის საწარმო ვნახეთ დღეს, ვიხილეთ როგორ შეიძლება სულ რაღაც ერთი მილიონი დოლარის ფარგლებში თანამედროვე ჩაის ფაბრიკის გაკეთება. ეს არის ძალიან პერსპექტიული დარგი. სამწუხაროდ, მეჩაიეობას წლების განმავლობაში აღარ ექცეოდა ყურადღება და სწორედ ჩვენ განვსაზღვრეთ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, რომ ჩაის კულტურის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოადგენს პროგრამას გურიის რეგიონისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს მეჩაიეობის განვითარება. “ეს არის ძალიან რენტაბელური ბიზნესი. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა მოხდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდა,“- სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელზე
შემდეგი სტატიაორშაბათობით 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება