ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქართული სახელმწიფო სწორედ ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახის ინსტიტუტზე დგას.
“რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეუფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, “მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ენაღვლებათ”.
“ქართველები მთელ მსოფლიოში გამორჩეული ერი ვართ, ჩვენი ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით, რომელიც ვერც ერთმა მტერმა ვერ დაჯაბნა. ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. ქართველობა საამაყოა იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა. ჩვენი წინაპრები საკუთარ “მე”-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ. დღეს კი გახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგეებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ”, – განმარტავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი თანამდებობრივი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელს რამეში ღიად დავსდო ბრალი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: … ალასანიამ მთხოვა დამეხმარე და იქნებ, “დავლაგდეთო”