ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერმინისტრმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე გააკეთა.

“მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას გილოცავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით ჩენს წვევამდელებს ვულოცავ. სიმბოლურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თქვენი ფიცით განამტკიცეთ მზადყოფნა, რომ ჩვენ სამშობლოს ემსახუროთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ეს იმ ადამიანების თავდადების შედეგია, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე მჯერა, რომ თქვენ საპატიოდ ატარებთ ჯარისკაცის სახელს. მე დარწმუნებული ვარ, ეს პატრიოტული სულისკვეთება შეგმატებთ ძალას, რომ ბოლომდე ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.

ჩემთვის დიდი პატივია 26 მაისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მივულოცო. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან შორს მსოფლიოში მშვიდობისთვის იბრძვიან და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, ასევე ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და მათ მომავალს.

ქართველი ჯარისკაცი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისათვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა, ეს მე მეამაყება,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპული ქართველი სამხედროები გაიხსენა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მათი თავდადებისთვის.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა წვევამდელების ფიცი მიიღო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შთამომავლები ქვეყნის დიდ გამარჯვებას და გამთლიანებას მოესწრებიან