ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო პრემიერის ოფიციალურ ,,ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.
,,დღეს შევხვდი ქართველ ძიუდოისტებს – ევროპის 3-გზის და მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ჭრიკიშვილს და ევროპის 2-გზის ჩემპიონს ვარლამ ლიპარტელიანს, რომელსაც მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. ბიჭები ხვალ სპორტულ შეკრებაზე იაპონიაში მიემგზავრებიან და რაც მთავარია, ისინი ემზადებიან წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 24-30 აგვისტოს ასტანაში გაიმართება. წარმატებები ჩვენს საამაყო სპორტსმენებს. იმედი მაქვს, ყველა ერთად ვიზეიმებთ მათ გამარჯვებას.

banner
წინა სტატიაშიერთი ფოტოთი შეცვლილი ცხოვრება– ისტორია რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ
შემდეგი სტატია,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შეჩერებული იქნეს რუსეთის შემოჭრა”