ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

სრულად საქართველოს დღევანდელ დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ულოცავს . ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამთლიანდება.

“დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ეს ჩვენი წინაპრების უდიდესო მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.

დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს არის ქართული სახელწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე – ოდესმე.

ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწოფოს. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყენებს შორის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს