ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას ,,დატვირთული განრიგის” გამო ვერ დაესწრება

საქართველოს მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, – ასე უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციაში კითხვას, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული. აღნიშნული თემები პრემიერს დეტალურად აქვს განხილული თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. შესაბამისად, პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია. მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს”, – განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშისოფელ ერგნეთში შეხვედრები განახლდა
შემდეგი სტატია,,კერძო სექტორი ზიანდება, როცა მშობელს კერძო სკოლაში შეყვანიდან 2-3 დღის შემდეგ შვილი საჯარო სკოლაში გადაჰყავს”