ირაკლი ღარიბაშვილი სემეკ-სა და “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართავს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

ელექსტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაური გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ენერგეტიკის სამინისტროს, “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები საჯარო აღარ გახადონ, ვინაიდან მოსახლეობას ძაბავს.
“მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. ძალიან გთხოვთ ყველას –”ენერგო-პროს” წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ გახდეს საჯარო. თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მატება”,- აღნიშნა სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკ-ს ტარიფის გადახედვის თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, ტარიფის საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს.
“ენერგო-პრო ჯორჯია”, თბილისისა და კახეთის გარდა, მილიონამდე აბონენტს ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილსა და ვახტანგ გომელაურს შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული ბრალდებების გარკვევა დაავალა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რაც გურჯაანში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლი იყო