ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

“დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგოუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერის განმარტებით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ენერგო მარშრუტების დივერსიფიკაციას ემსახურება.

“საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი. ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს მოდელი სახელმწიფო სხვებისთვისაც. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყენას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთლიანად რეგიონში, ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: ჩემი თვალით ვნახე საოკუპაციო ხაზზე მავრთულხლართების მონტაჟი, ეს პროვოკაციაა