ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სანდო სასამართლოს სთავაზობს

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ინვესტორებს ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს, სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას სთავაზობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებამ ქვეყანა ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ჰაბად აქცია.

„საქართველო სთავაზობს ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემებს, სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ღიაობას, და ხელმისაწვდომ, სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებას. გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებამ ქვეყანა აქცია ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ჰაბად. წინასწარი გათვლებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წელს საქართველოში შეადგინა 1 მილიარდ 272 მილიონი დოლარი, რაც 35 პროცენტით მეტია წინა, 2013 წლის მაჩვენებელზე“,-განაცხადა ღარიბაშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველო 60 მილიონ ევროს მიიღებს
შემდეგი სტატია,,საქართველოს დღეს ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებენ,, ირინა სარიშვილი