ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, შეხვედრას კარგი მომზადება სჭირდება და ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსი შეუქცევადია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: “უკრაინის მიღმა – გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში”.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სესიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ დავუმტკიცეთ აფხაზებს და ოსებს, რომ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა
შემდეგი სტატიაპოროშენკო გაერო-ს სამშვიდობო ძალების დონბასში შეყვანასთან დაკავშირებულ იდეას მხარს არ დაუჭერს