ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ

საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლისთავს.
ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
“ამ დღეს კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად,მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მანამ, სანამ მე ვიქნები ხელისუფლებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ შევაფასებ”
შემდეგი სტატია“მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ერთად ვიქნებით,”-ირაკლი ღარიბაშვილი გაეროდან აფხაზებსა და ოსებს მიმართავს